საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. მეხუთე ტურში გია გეგუჩაძის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტვას შეხვდა და საბოლოო ანგარიში 1:0 დაფიქსირდა. ერთადერთი გოლი საკუთარ კარში რიმვიდას სადაუსკასმა გაიტანა 55-ე წუთზე.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 5 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. გეგუჩაძის შეგირდები შემდეგ მატჩს 2018 წლის 23 მარტს, შინ ფარერის კუნძულების ახალგაზრდულ ნაკრებთან ჩაატარებენ.