წლის შემაჯამებელი ტურნირის ბ ჯგუფში ამერიკელმა ჯეკ სოკმა ხორვატი მარინ ჩილიჩი 5:7, 6:2, 7:6 დაამარცხა. მატჩი 2 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა. სოკი აღნიშნულ ტურნირზე კარიერაში პირველად ასპარეზობს და ეს მისი სადებიუტო გამარჯვებაა.
გადამწყვეტ მესამე სეტში ჩილიჩი 3:0 დაწინაურდა და ცოტა თუ ივარაუდებდა, რომ ჯეკი სიტუაციის შემოტრიალებას მოახერხებდა, საბოლოოდ კი ამერიკელმა სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ხორვატი 4:2-ს იგებდა, სოკმა კი ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და საბოლოოდ 7:4 იმარჯვა. მატჩში სულ 205 ქულა გათამაშდა, საიდანაც 103 სოკის სასარგებლოდ დასრულდა.
წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 8 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ბ ჯგუფი:
1. | როჯერ ფედერერი | 1 | 1 | 0 | 2:0 | 1 | |
2. | ალექსანდრ ზვერევი | 1 | 1 | 0 | 2:1 | 1 | |
3. | ჯეკ სოკი | 2 | 1 | 1 | 2:3 | 1 | |
4. | მარინ ჩილიჩი | 2 | 0 | 2 | 2:4 | 0 |