საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევის ბოლო ტურში საფრანგეთთან 1:1 ითამაშა. მეტიც, 75-ე წუთზე ნიკა ნინუამ პენალტი ვერ გამოიყენა.
მოგება კარგი იქნებოდა. მართალია, მეორე ადგილზე ისედაც ვერ გავიდოდით, მაგრამ ფრანგებთან გამარჯვება მაინც სხვა ხილი იქნებოდა. მითუმეტეს, ბოსნიასთან წაგებისა და ანდორასთან ფრის შემდეგ.
ქართველები აგებდნენ და მარცხენაფლანგელმა ლევან ხარაბაძემ (“დინამო” თბილისი) გაათანაბრა ანგარიში.
კონკრეტულად საფრანგეთთან ფრე კარგი შედეგია, მაგრამ წინა მატჩებს რა ვუყოთ? 1999 წელს დაბადებულთათვის 19-წლამდელთა ასაკი დასრულდა, საქართველო ელიტრაუნდში ვერ გავიდა.
ბოსნია. ბიელინა
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. XI ჯგუფი. III ტური
საქართველო-საფრანგეთი 1:1 (0:1)
საქართველო: გუგეშაშვილი, მალი, ასათიანი, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, ფურცელაძე, ქოჩორაშვილი, ანდრონიკაშვილი, ნინუა, დავითაშვილი (კვარაცხელია 61), ქავთარაძე (ზარიძე 90+2)
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
საფრანგეთი: დიუფი, დემბელე, შეტანო, კამარა (დიალო 44), კვისანი, მაოლიდა, ჟიტანი (სისოკო 63), ბერნედე, სუმარე, სილა (მატონდო 80), ბასილა
მწვრთნელი: ბერნარ დიომედი
გოლები: 0:1 ბერნეტე (20), 1:1 ხარაბაძე (64)
გაფრთხილება: სისოკო (81)
მსაჯი: ავრამი (რუმინეთი)
ჯგუფის პარალელურ მატჩში ბოსნიამ 2:1 სძლია ანდორას.
1. | საფრანგეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 10:2 | 7 | ||
2. | ბოსნია | 3 | 2 | 0 | 1 | 4:3 | 6 | ||
3. | საქართველო | 3 | 0 | 2 | 1 | 2:3 | 2 | ||
4. | ანდორა | 3 | 0 | 1 | 2 | 2:10 | 1 |