ფეხბურთი

17:28 | 14.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდელები: მაისურაძის გუნდმა ალბანეთს სძლია

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი გამართა. თბილისში, ტექნიკურ ცენტრ “ბასას” მოედანზე ალბანეთის 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდა და 3:0 მოუგო.

ალბანელებმა ერთი ბურთი საკუთარ კარში მიითვალეს. ქართველთაგან კი გოლები თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელებმა, ნუგზარ სპანდერაშვილმა და ირაკლი ბუღრიძემ გაიტანეს. სპანდერაშვილი “ლოკოს” 19-წლამდელებშია, ბუღრიძე კი ხან 19-წლამდელებშია, ხან დუბლებში.

20-წლამდელთა ნაკრები ამ ზაფხულს შეიქმნა. ეს არის გარდამავალი ნაკრები და თამაშობენ ის ფეხბურთელები, რომლებიც 19-წლამდელებში უკვე ვეღარ მოხვდებიან ასაკის გამო და ამასთან, ჯერ 21-წლამდელთა ნაკრებშიც არ იძახებენ.

საქართველო-ალბანეთი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 სპანდერაშვილი (9), 2:0 ბუღრიძე (69), 3:0 ნური (73 საკ.კარში)

0.128102