კალათბურთი

13:51 | 14.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

შიო ხეცურიანის შეხვედრა იმერეთის კალათბურთის წარმომადგენლებთან

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა. ხეცურიანი იმერეთის კალათბურთის წარმომადგენლებს ქუთაისში შეხვდა, კალათბურთის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია წარადგინა და მოისმინა რეკომენდაციები.

შიო ხეცურიანი: „დღეს, ქუთაისში, ქალაქში, სადაც არაერთი კალათბურთის ლეგენდა გაიზარდა, კალათბურთის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია განვიხილეთ იმერეთის რეგიონის წარმომადგენლებთან და გულშემატკივრებთან ერთად. ვისაუბრეთ ქუთაისში აკადემიების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე და საკალათბურთო დარბაზების კეთილმოწყობაზე.“

ბუბა კვიმსაძე (იმერეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): „შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. იმერეთის რეგიონმა გააცნო პრეზიდენტობის კანდიდატს არსებული პრობლემები. გავიარეთ ამ პრობლემების მოგვარების გზები. შიო ხეცურიანის და მის მიერ წარმოდგენილი კალათბურთის განვითარების 10-წლიანი პროგრამის სტრატეგია თავიდან ბოლომდე საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაციას ემსახურება. პრობლემების მოგვარების გზები კარგად არის მორგებული დღევანდელ რეალობას და აღნიშნულმა პრეზენტაციამ ყველას დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩვენ გვჯერა, რომ შიო და მისი გუნდი ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის განვითარებისთვის.“

მოთამაშეთა გაერთიანების კავშირი

0.162047