ფეხბურთი

10:05 | 14.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "კარგად დავინახე სად გვაქვს პრობლემები"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ბელარუსთან (2:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, ამხანაგურმა მატჩებმა კარგად გამოაჩინა, სად აქვს საქართველოს ნაკრებს პრობლემები.

"ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის კარგი თამაში იყო, რომელმაც კიდევ უფრო კარგად გამოაჩინა სად გვაქვს პრობლემები და სად არა. კარგი ტემპი იყო, მართალია ბევრმა ცვლილებამ თამაშის მსვლელობაზე იმოქმედა, მაგრამ ბურთს ვაკონტროლებდით. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ", - ციტირებს ვაისის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე წელი ბელარუსთან მატჩით დაასრულა. იქამდე კი, კვიპროსის ნაკრები (1:0) დაამარცხა.

0.133421