ფეხბურთი

11:43 | 14.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი მწვრთნელს: "გაგიჟდი? მოედანზე მე რა მინდა?!"

იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა. “სკუადრა აძურამ” შვედეთს ორ მატჩში გოლი ვერ გაუტანა და მუნდიალს 1958 წლის შემდეგ პირველად დააკლდება.

საპასუხო შეხვედრის მიმდინარეობისას ჯან პიერო ვენტურამ დანიელე დე როსის გახურება ასისტენტის პირით დაავალა, რამაც დანიელეს გაბრაზება გამოიწვია:

“მე რა შუაში ვარ, ფრე არ გვაწყობს, ეს თამაში უნდა მოვიგოთ”, - უპასუხა დე როსიმ და მწვრთნელის დავალება არ შეასრულა.

როგორც შეხვედრის მერე დე როსიმ განმარტა, იგი ვენტურას ლორენცო ინსინიეს თამაშში ჩართვისკენ მოუწოდებდა. აღსანიშნავია, რომ “სკუადრა აძურას” თავკაცმა ვიცე-კაპიტნის რჩევა ყურად არ იღო და “ნაპოლის” ლიდერი მთელი თამაში სათადარიგო სკამზე დარჩა.

0.11416