ამერიკის შეერთებული შტატების ჩოგბურთელთა ნაკრებმა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 11-12 ნოემბერს გამართულ ფედერაციის თასის ფინალში მასპინძელთა გუნდი 3:2 დაამარცხა.
ერთეულთა თანრიგში დაპირისპირება 2:2 დასრულდა და გადამწყვეტი წყვილთა შეხვედრა გამოდგა, სადაც ვანდევეი-როჯერსის წყვილმა საბალენკა-სასნოვიჩის დუეტს 6:3, 7:6 მოუგო.
ბელარუსი ფედერაციის თასის ფინალში პირველად გავიდა, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღნიშნული ტიტული მეთვრამეტედ მოიპოვა (1963, 1966, 1967, 1969, 1976, 1977, 1978, 1979, 1980, 1981, 1982, 1986, 1989, 1990, 1996, 1999, 2000, 2017).