სხვა

12:25 | 13.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის სამინისტრო კულტურის სამინისტროს უერთდება

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება და მინისტრის თანამდებობას მიხეილ გიორგაძე დაიკავებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„სპორტის მიმართულების ინტეგრაცია კულტურასთან თანასწორ შესაძლებლობებს გააჩენს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს მიმართულებით და უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მართვას“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

აღნიშნული ცვლილება მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში იგეგმება. პრემიერმინისტრის თქმით, ცვლილებების პაკეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ, შემდეგ კი განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

შეგახსენებთ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2015 წლიდან ტარიელ ხეჩიკაშვილი ხელმძღვანელობს.

0.113537