ფეხბურთი

0:15 | 13.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა (+VIDEO)

შვეცარიის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. ვლადიმირ პეტკოვიჩის შეგირდები შესარჩევის ფლეი-ოფის საპასუხო მატჩში, “სენტ იაკობ-პარკზე” ჩრდილოეთ ირლანდიას დაუხვდნენ, გატანილი გოლების გარეშე ეთამაშნენ და გასვლაზე მოპოვებული მინიმალური გამარჯვების წყალობით, რუსეთში გასამგზავრებელი საგზური მოიპოვეს.

ორივე გუნდს გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა. ეს განსაკუთრებით მასპინძლებზე ითქმის, რომელთაც მინიმუმ სამი 100%-იანი მომენტი შეექმნათ, მაგრამ შაქირიმ, ზუბერმა და სეფეროვიჩმა დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ივარგეს. სტუმრებსაც ჰქონდათ მომენტები, თუმცა შედარებით ნაკლებად მწვავეები. შესაბამისად, გოლის გატანა ვერ შეძლეს და მუნდიალს მიღმა დარჩნენ.

ცნობისთვის, შვეიცარიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ, სულ კი მეცხრედ ითამაშებს. ჩრდილოეთ ირლანდია კი 1986 წლიდან მოყოლებული ვერ ახერხებს მუნდიალზე გასვლას.

შვეიცარია – ჩრდილოეთ ირლანდია 0:0

ბაზელი, “სენტ იაკობ-პარკი”

შვეიცარია (4-4-1-1): სომერი, აკანჯი, შარი, რ.როდრიგესი, ლიხშტაინერი, ჯაკა, ზაკარია, შაქირი (ფრეულერი 80), ზუბერი, ჯემაილი (მეჰმედი 61), სეფეროვიჩი (ემბოლო 86).
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

ჩრდილოეთ ირლანდია (4-1-4-1): მაკგოვერი, ჯ.ევანსი, მაკოლი, ბრანტი, ჰიუზი, ნორვუდი (მაგენისი 75), სავილი, ს.დევისი, უარდი (ჯ.ჯონსი 75), დელასი, ვაშინგტონი (მაკნაირი 82).
მწვრთნელი: მაიკლ ო’ნილი

გაფრთხილებები: სეფეროვიჩი – ბრანტი, ჯ.ევანსი
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

0.122977