კალათბურთი

23:53 | 12.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 8 ქულა და მარცხი ლიგა ენდესაში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ლიგა ენდესას VIII ტურში მარცხი განიცადა მალაგას “უნიკახამ”, რომელიც სტუმრად “გიპუზკოასთან” ვერაფერს გახდა – 63:71.

“უნიკახას” სასტარტო ხუთეულში იყო გიორგი შერმადინი, თუმცა ქართველ ცენტრს მაინც და მაინც დიდი სათამაშო დრო არ დასთმობია. გიორგიმ 14:10 წუთში საკუთარ გუნდს 8 ქულა და 4 მოხსნა შესძინა.

შერმადინმა თითქმის უშეცდომოდ ითამაშა შეტევაში: 5 ორქულიანიდან ოთხი ჩააგდო. საჯარიმო ხაზზე კი არ დამდგარა.

“უნიკახას” რვა ტურში 4 მოგების წილ ამდენივე მარცხი დაუგროვდა და მეცხრე ადგილზეა. ანდალუზიელები მომდევნო ტურში 19 ნოემბერს, სტუმრად შერმადინის ყოფილი გუნდის, “მორაბანკ ანდორას” წინააღმდეგ ითამაშებენ.

0.126981