ფეხბურთი

22:00 | 11.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ ბელგიის ნაკრების ბომბარდირებს გაუთანაბრდა

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ბელგიის ეროვნული ნაკრების ბომბარდირთა დავაში პოლ ვან ჰიმსტსა და ბერნარ ვორჰოფს გაუთანაბრდა. 24 წლის ფეხბურთელმა მექსიკასთან გამართულ (3:3) ამხანაგურ მატჩში დუბლი შეასრულა და ეროვნულ ნაკრებში 30 გატანილი გოლი დაუგროვდა.

ლუკაკუ "წითელი ეშმაკების" რიგებში 2010 წლიდან ასპარეზობს და 30 გოლი 64 მატჩში გაიტანა. ვორჰოფი ნაკრებში 1928/40 წლებში თამაშობდა, ხოლო ჰიმსტი - 1960/1974 წლებში.

0.115458