კალათბურთი

11:20 | 11.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 2-ქულიანი წილი "ცრვენა ზვეზდასათან" გამარჯვებაში

გიორგი შერმადინის „უნიკახამ“ ევროლიგაში მე-3 გამარჯვება მოიპოვა. მალაგელებმა მე-6 ტურში სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლეს და საკმაოდ დამაჯერებლად - 79:65 სძლიეს.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველი ცენტრი შეზღუდული იყო. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 10 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 5 ცდიდან მხოლოდ 1 ორქულიანი მიითვალა.

საუკეთესო კი სერბი, ნემანია ნედოვიჩი გახლდათ, რომელმაც 17 ქულას უწია. 15 ქულა ჰქონდა საშუ სალინს.

3 მოგებითა და 3 მარცხით „უნიკახა“ 16-გუნდიან ევროლიგაში მე-10 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 14 ნოემბერს მალაგელები ლიტვურ „ჟალგირისს“ უმასპინძლებენ.

GBF.GE

0.119849