ფეხბურთი

14:50 | 10.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: “ეს ჩემს კარიერაში ბოლო სეზონია”

ყატარული “ალ სადის” ესპანელმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.

“ძალიან იღბლიანი ვარ, რომ კარიერაში სერიოზულ ტრავმებს გადავურჩი. კარიერის დასასრული ახლოვდება, ეს ბოლო სეზონი იქნება. მინდა მწვრთნელის ლიცენზია მივიღო. შემდეგი წლიდან ამაზე უნდა ვიზრუნო”- განაცხადა ჩავიმ.

ჩავი “ბარსელონაში” 1998-2015 წლებში თამაშობდა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 767 მატჩი ჩაატარა და 85 გოლი გაიტანა. “ალ სადში” კი 56 შეხვედრაში მეტოქე გუნდების მეკარეები ცამეტჯერ დაამწუხრა.

0.117339