“დენვერმა” შინ “”ოკლაჰომა” 102:94 დაამარცხა. კარმელო ენტონიმ “დენვერს” 28 ქულა ჩაუგდო, სულ კარიერაში 24 385 ქულა დააგროვა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ალენ აივერსონს გადაასწრო (24 368).
ნბა-ს ისტორიაში ჩაგდებული ქულებით კარმელო 24-ე ადგილზეა, ხოლო აივერსონი – 25. ყველაზე მეტი ქულა კი ისტორიაში ქარიმ აბდულ-ჯაბარს აქვს ჩაგდებული – 38 387.