საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჩაატარებს 2017 წლის ბოლოსწინა მატჩს. გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” კვიპროსს უმასპინძლებს. მისასალმებელია, რომ სანაკრებო თამაშები თბილისს გარეთ გაიტანეს.
გორმა 15 ივლისს ევროპის 19-წლამდელთა ფინალს უმასპინძლა და საერთოდაც, “თენგიზ ბურჯანაძეზე” მშვენიერი ატმოსფეროა. ბილეთის ფასიც ორი ლარია. შეგახსენებთ, საქართველო-კვიპროსი 17:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე პირდაპირი რეპორტაჟი იქნება.
ვლადიმირ ვაისის კრებულს ოპტიმალური არ ეთქმის. ტრავმის გამო არ არიან სოლომონ კვირკველია, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე.
ეს დღეები ნაკრები თბილისის ზღვასთან მდებარე “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობდა. ვაისის განკარგულებაში 23 ფეხბურთელია და მათ შორის ისეთები, განვლილ შესარჩევ ციკლში რომ არ უთამაშიათ. ორ ფეხბურთელს კი (გეგეჭკორი, სიხარულიძე) დებიუტი შეიძლება ჰქონდეს.
მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა კანკავა
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)
კვიპროსი 21 საფეხურით გვისწრებს ფიფას რეიტინგში. ჩვენ 107-ე პოზიციაზე ვართ, კვიპროსი – 86-ეზე.