ფეხბურთი

22:25 | 9.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიოს ფასმა იმატა

კატალონიის “ბარსელონა” “ლივერპულის” ბრაზილიელი ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს გადაბირებას კვლავ განაგრძობს.

ესპანური მედიის ინფორმაციით 25 წლის მოთამაშე კატალონიურ კლუბში ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 80 მილიონ ევროდ უნდა გადასულიყო, თუმცა Diario Sport-ის ინფორმაციით ბრაზლიელის ფასი 50%-ით გაიზარდა და “ბარსას” მისი ყიდვა 120 მილიონ ევროდ შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ კოუტინიოს ტრანსფერით მადრიდის “რეალიც” დაინტერესდა და “სამეფო კლუბი” მზად არის მასში 135 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მიმდინარე სეზონში კოუტინიოს ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

0.115137