ჭადრაკი

13:18 | 9.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა სპორტის მინისტრმა მიულოცა

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დასრულებულ მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გათამაშდა. ქართველმა ქალებმა 9 შეხვედრიდან 7 მოიგეს და 14 ქულით ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ.

დასკვნით ტურში ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრების დამარცხება შეძლო - 3.5:0.5, რამაც ჩვენს გუნდს საბოლო ჯამში მეორე საპრიზო ადგილი მოუტანა. პირველი ადგილი 17 ქულით რუსეთის ქალთა ნაკრებმა დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე 13 ქულით უკრაინის გუნდი გავიდა.

საქართველოს ნაკრების წევრებმა პირად დაფებზეც წარმატებით ითამაშეს: ბელა ხოტენაშვილმა დასალომე მელიამ ინდივიდუალურ დაფებზე ოქროს მედლები მოიპოვეს, ლელა ჯავახიშვილმა კი ვერცხლის მედალი.

საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.

msy.gov.ge

0.119078