ევროთასზე მორიგი მატჩი გამართა მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯიო ემილიამ“. იტალიური კლუბი გერმანულ „ბაიერნს“ ესტუმრა და უშანსოდ - 58:83 დამარცხდა.
სანუგეშო ისაა, რომ ამ შეხვედრაში შედეგიანად გაისარჯა ქართველი უკანახაზელი. საქართველოს ნაკრების კალათბურთელი იტალიური კლუბის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:21 წუთში 14 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
მანუჩარმა 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე დატოვა, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
2 მოგებითა და 3 მარცხით “რეჯიო ემილია” ჯგუფში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 15 ნოემბერს, შინ, პოდგორიცას “ბუდუჩნოსტთან” ჩაატარებს.
gbf.ge