ლონდონის “არსენალი” ლიონის “ოლიმპიკის” ნახევარმცველის ნაბილ ფეკირის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ Football London-ის მიმომხილველი ჩარლზ უოტსი იტყობინება. წყაროს ცნობით, ფეკირმა არსენ ვენგერზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
უოტსი ამატებს, რომ ფეკირის სამსახურით დაინტერესებული არიან “მანჩესტერ სიტი” და პსჟ-ც, მაგრამ თავად ფეხბურთელი არჩევანს “მეთოფეების” სასარგებლოდ გააკეთებს.
მიმდინარე სეზონში ნაბილ ფეკირმა ლიგა 1-ს 11 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.