ფეხბურთი

21:29 | 8.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოლივერ კანი: “ბაიერნს” უკვე ეტყობა ჰაინკესის ეფექტი”

ლეგენდარული გერმანელი მეკარე და “ბაიერნის” ყოფილი კაპიტანი ოლივერ კანი იუპ ჰაინკესის მუშაობას აფასებს. “ოლის” აზრით, ჰაინკესის ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მან უკვე დაატყო თავისი ხელი “რეკორდმაისტერს”.

“ვფიქრობ, უკვე ვხედავთ ჰაინკესის მუშაობის გავლენასა და ეფექტს. ის ძალიან სასარგებლო მწვრთნელია და გუნდმა მოიგო ზედიზედ 7 თამაში. ეს გვიჩვენებს “ბაიერნის” თამაშის ხარისხს.

“დორტმუნდთან” მატჩი ძალიან დროული იყო, რადგან “ბორუსიას” პრობლემები აქვს, განსაკუთრებით დაცვის ხაზში. “ბაიერნმა” ეს ყველაფერი მშვენივრად გამოიყენა”, - განაცხადა კანმა.

შეგახსენებთ, იუპ ჰაინკესმა “ბაიერნი” ოქტომბერში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ყველა თამაში მოიგო. აღსანიშნავია, რომ როდესაც ჰაინკესმა “რეკორდმაისტერი” ჩაიბარა, ბუნდესლიგაში ლიდერ “დორტმუნდს” 5 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა საკმაოდ მოკლედ დროში გალიდერება მოახერხა და ახლა “ლაიფციგს” (მეორეადგილოსანს) 4 ქულით სჯაბნის.

0.113106