ფეხბურთი

19:55 | 8.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

როი კინი: “ლივერპული” ჩემს ეზოში რომ თამაშობდეს, მაინც არ ვუყურებ”

ლეგენდარულმა ირლანდიელმა ფეხბურთელმა როი კინმა “ლივერპული” გააკრიტიკა. “მანჩესტერის” ყოფილმა კაპიტანმა, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა პირდაპირი საუბრით, წითლების შესახებ კრიტიკულად და ირონიულად ისაუბრა:

“ვფიქრობ, “ლივერპულის” თამაშის ყურება სიამოვნებას არავის ანიჭებს. ჩემი დაკვირვებით, ამ გუნდს სისწრაფე აკლია. ცდილობს იბრძოლოს, მაგრამ ბოლოს ტიტულს ყოველთვის სხვა იგებს და ის ამასთან ახლოსაც არაა.

“ლივერპული” ჩემს ეზოში რომ თამაშობდეს, მის თამაშს მაინც არ ვუყურებ”, - აღნიშნა როიმ.

ამ დროისთვის იურგენ კლოპის გუნდი პრემიერლიგაში მეხუთე ადგილზეა და ლიდერ “მანჩესტერ სიტის” 12 ქულით ჩამოჩება. ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფიდან გასვლასთან ძალიან ახლოსაა.

0.112873