კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში 2-5 ნოემბერს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტაეკვონდოში ახალგაზრდებს შორის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ზურაბ კინწურაშვილმა ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
45 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე კინწურაშვილმა ბულგარეთისა და ისრაელის წარმომადგენლებს სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ სპორტსმენთან, მომავალ ევროპის ჩემპიონთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. 3 რაუნდის ფრედ დასრულების შემდეგ, ფინალისტის ვინაობის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო და ზურაბ კინწურაშვილის მეტოქემ საბოლოო გამარჯვება ოქროს ქულით მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ 15 წლის ქართველი სპორტსმენი მეორედ გახდა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, კინწურაშვილმა პირველი მედალი 2015 წელს ჭაბუკთა ევროპირველობაზე მოიპოვა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლარნაკაში სულ 3 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ევროპის ჩემპიონატზე ზურაბ კინწურაშვილის გარდა, ძალები ლუკა გელდიაშვილმა (59 კგ) და რამაზ წუწუნავამაც (55 კგ) მოსინჯეს, თუმცა ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ სომხეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებთან.
msy.gov.ge