ფეხბურთი

21:48 | 6.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას სტარტი, ჰაინკესის ეფექტი, რონალდუ შედეგის გარეშე - ტურის შემდეგ ტოპ 5

WORLDSPORT.GE ანახლებს რუბრიკას "ტოპ ჩემპიონატები" - დღეიდან ყოველი ტურის დასრულების შემდეგ შემოგთავაზებთ ინგლისის პრემიერლიგის, იტალიის სერია A-ს, ესპანეთის ლა ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, ფაქტებს, ისტორიულ მიღწევებს. მაშ ასე, ტოპ ჩემპიონატები ერთ გვერდზე...

იტალია, სერია A

10 - “მილანმა” “სასუოლოს” კარის ჩარჩოში 10-ჯერ დაარტყა. “როსონერის” მიმდინარე სეზონში ამდენჯერ არცერთი გუნდის წინააღმდეგ დაურტყამს.

12 – “რომამ” პირადი რეკორდი დაამყარა. დედაქალაქელებმა იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მე-12 გასვლითი თამაში მოიგეს და ეს მათ ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

5 – ხუან კუადრადომ აქამდე “იუვენტუსის” მაისურით სერია A-ში 9 გოლი გაიტანა. აქედან ხუთი მან მარცხენა ფლანგიდან გაკეთებული პასის მერე შეაგდო (3 ასისტი ალექს სანდრო, 1 ასამოა, 1 დუგლას კოშტა).

0 – “ბენევენტომ” “იუვენტუსის” კარში გოლი გაიტანა. თუმცა, “ჯალოროსიმ” ამის გაკეთება ისე მოახერხა, რომ პირველ ტაიმში მეტოქის საჯარიმოში ბურთს ერთხელაც არ შეხებია.

1 – მიმდინარე სეზონში “იუვენტუსმა” პირველი გოლი გაუშვა საჯარიმოს გარედან.

12 – “ინტერი” 12 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია. ასეთი შედეგი “ნერაძურის” ბოლოს 2007-2008 წლების სეზონში ჰქონდა.

3 – “სამპდორიამ” ზედიზედ მესამე დერბი მოიგო. ბოლოს “სამპამ” თანაქალაქელი “ჯენოას” ძლევა მიჯრით სამჯერ 1953 წელს მოახერხა.

3 – გასტონ რამირესს “ჯენოას” კარში 3 გოლი დაუგროვდა. ურუგვაელს უფრო მეტჯერ არცერთი სხვა იტალიური გუნდის კარი არ დაულაშქრავს.

2 – სიმონე ვერდი გახდა 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ თამაშში ორი ჯარიმა გაიტანა სხვა და სხვა ფეხით.

საფრანგეთი, ლიგა 1

41% - 317 გოლიდან, რომელიც დღემდე გავიდა ლიგა 1-ში, 131 ოთხი გუნდის ანგარიშზეა (პსჟ, “მონაკო”, “ლიონი” და “მარსელი”).

18 – ნაბილ ფეკირი “ლიონის” მეორე ფეხბურთელია 18 ნომრით, რომელმაც რონის დერბში 21-ე საუკუნეში დუბლი შეასრულა.

4 – ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ერთ ტურში მინიმუმ 5 გოლი ერთბაშად ოთხმა გუნდმა გაიტანა (პსჟ, “ლიონი”, “მარსელი” და “მონაკო”).

10 – ნაბილ ფეკირი ტოპ 5 ჩემპიონატში ფრანგ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ბომბარდირია 10 გოლით.

5 – ნაბილ ფეკირმა ლიგა 1-ში ბოლო 7 დარტყმიდან 5 გოლი გაიტანა.

25 – ფლორენ ტოვინმა 2017 წელს 25 გოლში მიიღო მონაწილეობა (15 გოლი, 10 საგოლე პასი). ეს საუკეთესო შედეგია ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე ფრანგებს შორის.

79% - “მარსელს” “კაენთან” პირველ ტაიმში ბურთის ფლობის 79% მაჩვენებელი ჰქონდა და ეს ლიგა 1-ში რეკორდია მიმდინარე სეზონის მიხედვით.

3 – მარიო ბალოტელიმ 2016-2017 წლების სეზონიდან მესამე წითელი ბარათი მიიღო და ეს ყველაზე მაღალი შედეგია ტოპ 5 ჩემპიონატში ფორვარდებს შორის.

4 – “ნანტმა” ბოლო 4 საშინაო თამაში მოიგო და გააუმჯობესა 2002 წლის ნოემბრიდან 2003 წლის იანვრამდე მიღწეულია სერია, 3 გამარჯვება.

3 – ალმანი ტურე 2016-2017 წლების სეზონიდან პირველი მცველია, რომელმაც 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

1 – კილიან მბაპე პირველია ბოლო 40 წლის განმავლობაში, რომელმაც ლიგა 1-ში 20 გოლის გატანა ახალგაზრდულ ასაკში შეძლო (18 წელი და 10 თვე).

ინგლისი, პრემიერლიგა

31 – 31 ქულა და +31 გოლების ბალანსი. ეს პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო სტარტია 11 ტურის შემდეგ.

1994 – “ევერტონმა” ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ გამარჯვება 1994 წლის შემდეგ პირველად მოახერხა. “კანფეტებმა” “უოტფორდამდე” ბოლოს ასეთი რამ 23 წლის წინ “უიმბლოდინის” წინააღმდეგ მოახერხეს.

3 – “მანჩესტერის” პირველი სამი გასვლითი თამაში მიმდინარე სეზონში: 20 დარტყმა კარში, 7 გოლი, 7 ქულა. ბოლო სამი თამაში: 6 დარტყმა კარში, 1 გოლი, 1 ქულა.

7 დომინიკ კალვერ-ლეიუნი “ევერტონის” ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა (5 გოლი, 2 საგოლე პასი).

5 – სესარ ასპილიკუეტამ ალვარო მორატას უკვე მეხუთე საგოლე გადაცემა გაუკეთა და ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

10 – ალვარო მორატამ თავით მეათე გოლი გაიტანა და გასული სეზონიდან მოყოლებული ეს საუკეთესო მაჩვენებელია ტოპ 5 ჩემპიონატებში.

4 – რიჩარლისონმა გასვლით მატჩებში მეოთხე გოლი გაიტანა. სტუმრად მასზე უფრო შედეგიანად მხოლოდ ჰარი კეინი (6) და მოჰამედ სალაჰი (5) თამაშობენ.

7 – დავიდ სილვამ მეშვიდე საგოლე პასი მიითვალა 11 პრემიერლიგურ მატჩში და ეს უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე შარშან ჰქონდა 34 შეხვედრაში.

52 – “მანჩესტერ სიტიმ” 17 მატჩში 52 გოლი გაიტანა (ყველა ტურნირის ჩათვლით) და ეს საუკეთესო მაჩვენებელია ინგლისური გუნდებისთვის 1992-1993 წლების სეზონიდან მოყოლებული.

20 – სონ მინ ჰონმა პრემიერლიგაში ოცი გოლი გაიტანა და აზიელ ფეხბურთელებს შორის რეკორდსმენი გახდა. აქამდე, საუკეთესო შედეგი პარკ ჯი სუნს ჰქონდა (19 გოლი, 154 მატჩში). აღსანიშნავია, რომ სონმა 20 გოლის გატანას 72 თამაში მოანდომა.

ესპანეთი, ლა ლიგა

0 – “სევილიამ” 2008 წლის შემდეგ პირველად არ მიიღო გასვლით შეხვედრაში ყვითელი ბარათი. ანდალუზიელებმა 9 წლიანი სერია “კამპ ნოუზე” დაასრულეს.

2 – ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარში ყველაზე მეტჯერ ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ დაარტყეს. მესი (69 დარტყმა, 12 გოლი). რონალდუ (48 დარტყმა, 1 გოლი).

4 – მარკო ასენსიომ საჯარიმოს გარედან უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე სხვა ნებისმიერმა ლა ლიგის ფეხბურთელმა (ყველა ტურნირის ჩათვლით).

1 – კაზემირო “რეალის” პირველი ფეხბურთელია, რომელმაც თავით შეძლო გოლის გატანა (ყველა ტურნირის გათვალისწინებით).

300 – მარსელო მეორე ბრაზილიელია, რომელმაც “რეალის” რიგებში ლა ლიგაში მინიმუმ 300 თამაში ჩაატარა (218 მოგება, 42 ფრე, 40 მარცხი). პირველზე რობერტო კარლოსია (370 მატჩი).

2 – ნიკოლა სანსონე გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც დუბლი შეასრულა მაშინ, როდესაც მოედანზე ცვლილებაზე შევიდა.

3 – ლა ლიგაში საუკეთესო მეპასეები 2016-2017 წლების სეზონიდან: მარსელო – 11, ჟორდი ალბა – 10, ალვარო ოდრიოზოლა – 8.

9 – ვილიან ჟოზეს თავით ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე სხვა ლა ლიგის რომელიმე ფეხბურთელს. გასული სეზონიდან მოყოლებული.

3 – “ატლეტიკმა” ლა ლიგის მატჩის საწყის 26 წუთში სამი გოლი 2005 წლის თებერვლის შემდეგ პირველად გაუშვა.

1 – ბორხა გარსია გახდა “ჟირონას” პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში გოლი საჯარიმოს გარედან გაიტანა.

31 – “ბარსელონას” საუკეთესო სტარტი აქვს 11 ტურის შემდეგ. ამდენივე ქულა ჰქონდა “ბლაუგრანას” 2012-2013 და 2013-2014 წლების სეზონში.

9 – პაკო ალკასერმა ყველა ტურნირის ჩათვლით მეცხრე გოლი გაიტანა “ბარსელონას” რიგებში. საუბარია ბოლო 9 შეხვედრაში, რომელიც ალკასერმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.

3 – ლიონელ მესი გახდა “ბარსელონას” მესამე ფეხბურთელი, რომელმაც მე-600 მატჩში (426 მოგება, 105 ფრე, 69 მარცხი, 523 გოლი, 197 პასი) მოირგო “ლურჯ-წითელი” მაისური. მასზე მეტი კეპი მხოლოდ ანდრეს ინიესტას (642) და ჩავი ერნანდესს (767) აქვთ.

გერმანია, ბუნდესლიგა

8 – “ვოლფსბურგმა” მიმდინარე სეზონში უკვე 8 ფრე ითამაშა. გასულ სეზონში “მგლებმა” 34 მატჩში 7-ჯერ დაასრულეს შეხვედრა ფრედ.

1 – ვედად იბიშევიჩმა პირველივე წუთზე გოლის გატანა ბუნდესლიგაში მეოთხედ მოახერხა. ასეთი შედეგი მხოლოდ გერდ მიულერს გააჩნია.

2 – “კიოლნი” ერთ-ერთია იმ ოთხი გუნდიდან, რომელთაც ბუნდესლიგის საწყის 11 ტურში მხოლოდ 2 ქულის მოპოვება შეძლეს.

250 – ეუგენ პოლანსკიმ ბუნდესლიგაში 250-ე მატჩი ჩაატარა.

29 – იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით “ბაიერნმა” ბუნდესლიგის ბოლო 29 თამაში წაუგებლად ჩაატარა (25 მოგება, 4 ფრე). ბოლო 21 მატჩიდან კი 20 მოიგო.

127 – “ბაიერნი” ბუნდესლიგის ბოლო 127 მატჩში არ მარცხდება თუ პირველი ტაიმის მერე იგებს (118 მოგება, 9 ფრე). ბოლოს “რეკორდმაისტერმა” 2011 წელს “კიოლნთან” წააგო (2:0-დან 2:3).

11 – არიენ რობენმა “დორტმუნდს” მე-11 გოლი გაუტანა. ამაზე ხშირად ჰოლანდიელს მხოლოდ “ვოლფსბურგის” კარში აქვს გატანილი გოლი.

1 – “ბაიერნისა” და “დორტმუნდის” შეხვედრაში მიუნხენელთა სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 26.8 წელი იყო. მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ მიუნხენელთა ძირითადი შემადგენლობა უფრო ახალგაზრდული იყო, ვიდრე მეტოქის.

100 – რომან ბიურკიმ “დორტმუნდის” მაისურით მეასე მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირის ჩათვლით (102 გაშვებული გოლი).

0.136432