ფეხბურთი

20:24 | 6.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ისევ კონტე და მოურინიო

ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელებს შორის ურთიერთობა ისევ არ დათბა. ინგლისური მედია ამჯერად იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მატჩის დასრულების შემდეგ ანტონიო კონტემ ჟოზე მოურინიოს ხელი არ ჩამოართვა.

თამაშის დასრულებისთანავე, იტალიელი მოედანზე შევიდა და ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა გამარჯვება, ხოლო მოურინიომ მის თანაშემწეებს მიულოცა გამარჯვება, მაგრამ კონტეს აღარ დაელოდა.

შეხვედრის შემდეგ აპენინელმა სპეციალისტმა ამ თემას გვერდი მოკლედ აუარა:

“ხელის ჩამორთმევა მნიშვნელოვანი არაა. მთავარია, გამარჯვება”, - დასძინა კონტემ.

0.119453