ფეხბურთი

21:20 | 6.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში გაზრდილი შვეცი რუსეთი-არგენტინის მატჩისთვის გამოიძახეს

ანტონ შვეცზე ადრეც გვეწერა. ის უკრაინაში დაიბადა, თუმცა მერე თბილისში ცხოვრობდა და “ნორჩ დინამოელში” დადიოდა. საქმე ისაა, რომ მამამისი მსახურობდა საქართველოში და ოჯახით ცხოვრობდა აქ. ერთი პერიოდი მას საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ უხმობდნენ.

შვეცი 1993 წელს არის დაბადებული და ამჟამად რუსეთის ნაკრებშია გამოძახებული. რუსეთი 11 ნოემბერს ამხანაგურში არგენტინას უმასპინძლებს.

შვეცთან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობას ჰქონდა საუბარი. ასევე, 21-წლამდელთა ნაკრების მაშინდელ თავკაცს, ლეგენდარულ ალექსანდრე ჩივაძეს. არაფერი გამოვიდა, შვეცმა მადლობა გადაიხადა და განაცხადა, საქართველოსთან იქ გატარებული წლების გარდა არაფერი მაკავშირებსო... იმ დროს შვეცი 19 წლისა იყო და ესპანური “სარაგოსას” დუბლეში თამაშობდა.

2011 წლიდან ესპანეთში გახლდათ, ჯერ “სარაგოსაში”, მერე კი “ვილიარეალში”, მაგრამ ძირითად გუნდში ფეხს ვერ იკიდებდა. ამჟამად რუსულ პრემიერლიგაში თამაშობს, კერძოდ, გროზნოს “ახმატში”. შვეცი რუსეთის ნაკრებში პირველად გამოიძახეს.

0.12061