ფეხბურთი

16:49 | 6.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემმა” განტევების ვაცი იპოვა

ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედი” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. როგორც “ჩაქუჩების” ვებგვერდი იტყობინება, სლავენ ბილიჩს დაკავებული თანამდებობა ვადაზე ადრე დაატოვებინეს – წარუმატებელი შედეგების გამო.

“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა პრემიერლიგის ბოლო ტურში “ლივერპულთან” 1:4 მარცხის შემდეგ აევსო. ლონდონური გუნდი, რომელიც სეზონის წინ ევროტურნირების საგზურისთვის ბრძოლას ისახავდა მიზნად, კატასტროფულ ვითარებაშია: 11 ტურში 9 ქულა და მე-18 ადგილი.

ინგლისური მედიის ცნობით, “ვესტ ჰემს” დიდი ალბათობით დევიდ მოიესი ჩაიბარებს. ბილიჩი კი პრემიერლიგაში მეოთხე მწვრთნელია, რომელიც მიმდინარე სეზონში გაათავისუფლეს. მანამდე, ფრანკ დე ბური (“კრისტალ პალასი”), რონალდ კუმანი (“ევერტონი”) და კრეიგ შექსპირი (“ლესტერი”) დარჩნენ უმუშევარი.

0.11575