კალათბურთი

14:58 | 6.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის მორიგი წარმატებული შეხვედრა

18 წლის ქართველი ცენტრის გოგა ბითაძის “მეგა ბიმაქსმა” ადრიატიკის ლიგაში გასვლაზე “სკოპიე აეროდრომი” 92:76 დაამარცხა.

ბითაძე ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 24 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 8 ქულა და 12 მოხსნა შესძინა. გოგამ 5-დან 3 ორქულიანი და ორიდან ორივე საჯარიმო სროლა ჩააგდო.

“მეგა ბემაქსი” სამი მოგებით და ოთხი წაგებით ადრიატიკის ლიგაში მეექვსე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრაში გოგა ბითაძის გუნდი შინ სერბულ “პარტიზანს” მიიღებს, მატჩი 11 ნოემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

0.116641