ჭიდაობა

11:55 | 6.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკებმა სომხურ ხალიჩაზე იყოჩაღეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა 3-5 ნოემბერს, ერევანში გამართული საერთაშორისო ტურნირი 11 მედლით ჩაამთავრა. შეჯიბრებაზე, რომელზეც საქართველოს გარდა მონაწილეობა რუსეთის, ირანისა და სომხეთის ასაკობრივმა გუნდებმა მიიღეს, ქართველმა ჭაბუკებმა 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯოას მედალი მოიპოვეს.

გიორგი გეგელაშვილმა (51 კგ), დავით აბდალაძემ (55 კგ), გიორგი ჩანქსელიანმა (80 კგ) და სოლომონ მანაშვილმა (100 კგ) ყველა შეხვედრა მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ. ნიკა ბერუაშვილს (51 კგ), ლუკა მარიამიძესა (71 კგ) და გიორგი ნებურიშვილს (80 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ და პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდნენ. ლექსო მიქელაძემ (48 კგ), გიორგი გელაშვილმა (63 კგ), ბაგრატ გაგნიძემ (71 კგ) და ნიკოლოზ ბარაბაძემ (110 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს სომხეთში გიორგი კვინიკაძე, ალექსანდრე პატარქალაშვილი, ლაშა ქეთიშვილი და შალვა მუზიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

0.105266