ისტორია

8:45 | 6.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

6 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1987- დაიბადა ანა ივანოვიჩი. სერბი ჩოგბურთელი. 2008 წელს მოგებული აქვს საფრანგეთის ღია პირველობა. იმავე წელს იასპარეზა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში. 2007 წელს გააღწია უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალში. 2008 წლის ივნისში სათავეში ედგა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელ ქალთა კლასიფიკაციას. სადღეისოდ გამომუშავებული აქვს 13 მილიონ 095 522 დოლარი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1875- ინგლისში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ბლექბერნ როვერსი”. დაარსებიდან 10 წლის თავზე მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. მოგვიანებით ეს ტიტული რამდენჯერმე კიდევ მოიპოვა. 1995 წელს გახდა ინგლისის ჩემპიონი. “ბლექბერნი” თამაშობს “ივუდ პარკზე”, რომელიც 31 367 მაყურებელს იტევს.

1887- შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “სელტიკი”. 1967 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. “სელტიკი” პირველი ბრიტანული კლუბია, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო. 2003 წელს იასპარეზა უეფას თასის ფინალში (დამარცხდა “პორტოსთან”). შოტლანდიის 42-გზის ჩემპიონი. 34-ჯერ მოიპოვა შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის, 14-ჯერ ლიგის თასი. “სელტიკი” ასპარეზობს “სელჰარსტ პარკზე”, რომელიც 60 837 მაყურებელს იტევს.

1958- ამერიკელმა ვილბერ სნაიდერმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის, განე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორთაბრძოლა აშშ-ის ქალაქ ომაჰაში ჩატარდა.

1981- ლარი ჰოლმსმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, რენალდო სნაიპსი მეთერთმეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1986- “მანჩესტერ იუნაიტედმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონ ატკინსონი დაითხოვა და შოტლანდიელი სპეციალისტი ალექს ფერგიუსონი დანიშნა. “ოლდ ტრაფორდელებმა” ატკინსონს კომპენსაციის სახით (კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის გამო) 100 ათასი გირვანქა გადაუხადეს.

1988- ქალთა შორის ნიუ იორკის მეთვრამეტე მარათონული გარბენი გრეტა ვაიცმა მოიგო (2:28.07). მან ეს ტიტული მეცხრეჯერ მოიპოვა.

1988- მამაკაცთა შორის, ნიუ იორკის მარათონული გარბენი სტივ ჯოუნსმა მოიგო (2:08.20).

1988- იაპონიისა და ამერიკული ლიგის ბეისბოლისტთა (MLB) ნაკრებების რიგით მეორე მატჩი ფრედ, 6:6 დასრულდა.

1993- ევანდერ ჰოლიფილდმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, რიდიკ ბოუე 12 რაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1994- ჯორჯ ფორმენმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, მაიკლ მურერი დაამარცხა და მოკრივეთა Hჭ ასოციაციის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ორთაბრძოლის დღეს ფორმენი 45 წლის იყო.

1994- ქალთა შორის ნიუ იორკის 24-ე მარათონული გარბენი ტეგლა ლოროპემ მოიგო (2:27.37).

1994- მამაკაცთა შორის ნიუ იორკის 25-ე მარათონული გარბენი გერმან სილვამ მოიგო (2:11.21).

2006- იტალიური სერია B-ს წარმომადგენელი “ტრევიზოს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დიეგო ბორტოლუცი გადააყენეს.

2006- ხორვატული ზაგრების “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იოსიპ კუჟი გაათავისუფლეს.

2006- რონალდინიო ზედიზედ მეორედ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. დასახელდა წლის სიმბოლური ნაკრებიც: მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი; მცველები: ლილიან ტურამი, ჯანლუკა ძამბროტა, ჯონ ტერი, ფაბიო კანავარო; ნახევარმცველები: ანდრეა პირლო, ზინედინ ზიდანი, კაკა; ფორვარდები: სამუელ ეტოო, ტიერი ანრი, რონალდინიო.

ამ დღეს დაიბადნენ

1861- ჯეიმს ნეისმიტი. კანადური წარმოშობის ამერიკელი ფიზკულტურის მასწავლებელი. ნეისმიტმა, რომელიც სპრინგფილდის საერთაშორისო საწვრთნელი სკოლის ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი იყო, 1891 წლის დეკემბერში გამოიგონა ახალი თამაში, კალათბურთი. იგი სტუდენტებისთვის ფიზიკური დატვირთვების გაზრდას ცდილობდა, როდესაც დარბაზში ბურთით თამაშის ახალი წესები შეიმუშავა. ნეისმიტი 1939 წლის 28 ნოემბერს გარდაიცვალა.

1923- ალექსანდრა ჩუდინა. საბჭოთა მძლეოსანი. სიგრძეზე ხტომაში 1952 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1933- კნუტ იუჰანსენი. ნორვეგიელი მოციგურავე. 5 და 10 კილომეტრიან დისტანციაზე რბოლაში 1964 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ორ-ორჯერ აქვს მოგებული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები. გასული საუკუნის 60-იანი წლების უძლიერესი სტაიერი.

1947- ჯორჯ ლოურენს ჯეიმსი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1967- შუზო მაცუოკა. იაპონელი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს რამდენიმე მნიშვნელვანი ტურნირი.

1968- ედვარდ ლინსკენსი. ჰოლანდიის ნაკრებისა და პსვ-ის ფეხბურთელი.

1970- ერიკ მუელერი. ამერიკელი ნიჩბოსანი. 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1979- ლამარ ოდომი. აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების, “ლოს ანჯელეს კლიპერსის”, “მაიამი ჰითის”, “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ფორვარდი (208 სმ). მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. 2009 და 2010 წლებში გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. 2004 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ვერ იასპარეზა.

1987- ანა ივანოვიჩი. სერბი ჩოგბურთელი. 2008 წელს მოგებული აქვს საფრანგეთის ღია პირველობა. იმავე წელს იასპარეზა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში. 2007 წელს გააღწია უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალში. 2008 წლის ივნისში სათავეში ედგა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელ ქალთა კლასიფიკაციას. სადღეისოდ გამომუშავებული აქვს 13 მილიონ 095 522 დოლარი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1996- ტომი ლოუტონი. ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი. ამპლუით ცენტრფორვარდმა ლოუტონმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 23 მატჩი, გაიტანა 22 გოლი. ლოუტონის კარიერა დიდწილად შეაფერხა მეორე მსოფლიო ომმა. გარდაიცვალა 80 წლის ასაკში.

2002- ლუის კუერვასი. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის კლუბ “სევილიას” პრეზიდენტი.

0.138116