იტალიის სერიას A-ს დებიუტანტმა "ბენევენტომ" "მანჩესტერ იუნაიტედის" მიღწევა გაიმეორა. პატარა იტალიურ გუნდს საქმე საამაყოდ სულაც არ აქვს, რადგან საუბარი ანტირეკორდის შესახებაა. საქმე ისაა, რომ "ბენევენტომ" სერია A-ს მიმდინარე სეზონში საწყის 12 ტურში ყველა თამაში წააგო.
აქამდე, მსგავსი შედეგით მხოლოდ "მანჩესტერი" გამოირჩა, რომელმაც 1930-1931 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონატში პირველი თორმეტი თამაში ისე ჩაატარა, რომ ქულაც ვერ მოიპოვა. 87 წელი გავიდა და "ბენევენტომ" "წითელი ეშმაკების" ანტირეკორდი პირველმა გაიმეორა.
რობერტო დე ძერბის გუნდმა აღნიშნულ შედეგს "იუვენტუსთან" მარცხის (1:2) მერე მიაღწია. საინტერესოა, რომ ამ მატჩს "ჯალოროსი" იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ზეწოლას ვერ გაუძლო.