ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “დენვერ ნაგეტსი” 127:108 (VIDEO) დაამარცხა. ზაზა ტრადიციოულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 14 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 8 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ფაჩულიამ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო. არც ერთი ბრუთი არ დაუკარგავს და მხოლოდ ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც “მეომრებმა” 43:21 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. სტეფ კარის 22 ქულა და 11 პასი ჰქონდა. “დენვერში” 21 ქულით ბარტონი გამოირჩა.
“გოლდენ სტეიტი” 7 მოგებით და სამი მარცხით დასავლეთ კონფერეციაში პირველ ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში ოკლენდელები შინ “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდებიან, მატჩი 7 ნოემბერს თბილისის დროით 07:30 საათზეა ჩანიშნული.