ფეხბურთი

19:33 | 4.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: “ნიჭის გარეშე ფეხბურთის თამაში გამორიცხულია”

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ თუ ფეხბურთის თამაშის ნიჭი არ გაქვს, ფეხბურთელობაზე ფიქრს უნდა შეეშვა.

რონალდუ მიიჩნევს, რომ ვარჯიში და შრომა აუცილებელია, მაგრამ წინ აუცილებლად ნიჭი უნდა უძღოდეს.

“თუ ნიჭი არ გაქვს, შეგიძლია ფეხბურთი დაივიწყო. მაგრამ თუ გაქვს, მაშინ ბევრი უნდა იშრომო და საკუთარი თავი მიუძღვნა ფეხბურთს. მხოლოდ ამის შემდეგ გახდები უკეთესი.

მე პროფესიონალი ფეხბურთელობა 16 წლის ასაკში გადავწყვიტე, როდესაც “სპორტინგის” ძირითად გუნდთან ერთად ვივარჯიშე”, - აღნიშნა რონალდუმ.

კრიშტიანუ რონალდუმ ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში “ანდორინიას” აკადემიაში დაიწყო, შემდეგ “ნასიონალში” აღმოჩნდა, ხოლო 1997 წელს “სპორტინგის” აკადემიაში მოხვდა. ლისაბონელთა მთავარ გუნდში დებიუტი 2002 წელს ჰქონდა, საიდანაც მალევე “მანჩესტერში” ჩაირიცხა. 2009 წლიდან მოყოლებული კი მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავს.

0.112227