მარსელის “ოლიმპიკმა” პატრის ევრა დისკვალიფიკაციით დასაჯა. ვეტერან ფეხბურთელს კლუბმა “გიმარაეშთან” მატჩამდე ქომაგის ფიზიკური შეურაცხყოფა არ აპატია და მანამ, სანამ უეფა გადაწყვეტილებას არ მიიღებს, გუნდიდან გარიცხა. ამის შესახებ ფრანგული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
“პატრის ევრა დაუყოვნებლივ დაისჯება დისკვალიფიკაციით. გარდა ამისა, გუნდის შიდა გამოძიებამ აჩვენა, რომ რამდენიმე გულშემატკივრის პროვოკაციული ქმედება, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს ფეხბურთელს. თუმცა, ეს არ ამართლებს ევრას. ასეთი გამოცდილი ფეხბურთელის პასუხი იყო აბსოლუტურად შეუსაბამო.
“მარსელი” აგრძელებს გამოძიებას გამოიყენებს ყველა იურიდიულ საშუალებას დამნაშავე პირების მიმართ”, - თქვა “ოლიმპიკის” პრეზიდენტმა ჯაკ-ანრი ეირომ.
გარდა ამისა, ევრას საქმის გამოძიებას უეფაც აპირებს. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის რომ, გამოცდილ ფეხბურთელს 5 მატჩიდან 9 თვემდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.
შეგახსენებთ, ევროპა ლიგის შეხვედრის დაწყებამდე “მარსელის” ფეხბურთელებსა და ქომაგებს შორის შელაპარაკება მოხდა. ევრამ კი, ერთ-ერთი გულშემატკივარს სახეში ფეხი უთავაზა.