ფეხბურთი

22:00 | 3.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ბელგიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. რობერტო მარტინესმა ნოემბერში გასამართი ორი ტესტ მატჩისთვის გუნდში 28 ფეხბურთელს უხმო.

მათ შორისაა იტალიური “რომას” ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი, რომელსაც ბელგიის ნაკრებში ბოლო პერიოდში აღარ იძახებდნენ.

სხვა მხრივ კი, “წითელი ეშმაკების” შემადგენლობა შემდეგნაირია:

მეკარეები: კოენ კასტეელსი (“ვოლფსბურგი”, გერმანია), ტიბო კურტუა (“ჩელსი”, ინგლისი), სიმონ მინიოლე (“ლივერპული”, ინგლისი), მატს სელსი (“ანდერლეხტი”)

მცველები: დედრიკ ბოიატა (“სელტიკი”, შოტლანდია), ლორენ სიმენი (“მონრეალი”), ლენდერ დენდოკერი (“ანდერლეხტი”), კრისტიან კაბასელე (“უოტფორდი”, ინგლისი), ჯორდან ლუკაკუ (“ლაციო”, იტალია), ტომას მუნიე (პსჟ, საფრანგეთი), ტომას ვერმაელენი (“ბარსელონა”, ესპანეთი), იან ვერტონგენი (“ტოტენჰემი”, ინგლისი)

ნახევარმცველები: ნასერ ჩადლი (“ვესტ ბრომვიჩი”, ინგლისი), კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), სტივენ დეფური (“ბარნლი”, ინგლისი), მუსა დემბელე (“ტოტენჰემი”, ინგლისი), ადნან იანუზაი (“სოსიედადი”, ესპანეთი), რაჯა ნაინგოლანი (“რომა”, იტალია), იური ტილემანსი (“მონაკო”, საფრანგეთი), აქსელ ვიტსელი (“ტიანჯინი”, ჩინეთი)

თავდამსხმელები: მიჩი ბატშუაი (“ჩელსი”, ინგლისი), ლორენ დეპოტრიე (“ჰადერსფილდი”, ინგლისი), ედენ აზარი (“ჩელსი”, ინგლისი), ტორგან აზარი (“გლადბახი”, გერმანია), რომელუ ლუკაკუ (“მანჩესტერი”, ინგლისი), დრის მერტენსი (“ნაპოლი”, იტალია), კევინ მირალასი (“ევერტონი”, ინგლისი), დივოკ ორიჯი (“ვოლფსბურგი”, გერმანია)

ბელგიის ნაკრები 11 ნოემბერს ბრიუსელში მექსიკას, ხოლო სამი დღის შემდეგ ბრიუგეში იაპონიის ნაკრებს უმასპინძლებს.

0.120648