ფეხბურთი

16:24 | 3.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძე 21-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდება

გიორგი არაბიძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 10 და 14 ნოემბერს გასამართი მატჩებისთვის მოემზადება.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, არაბიძე, ისევე როგორც გიორგი ჩაკვეტაძე, ახალგაზრდული ნაკრების თავდაპირველად გამოცხადებულ სიაში ტრავმის გამო ვერ მოხვდა, თუმცა დონეცკის "შახტარის" შემტევისთვის უკრაინაში ჩატარებული განმეორებითი სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინა, რომ ტრავმა სერიოზული არაა და ფეხბურთელი 21-წლამდელთა შეკრებაზე გამოცხადდება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 10 ნოემბერს ფინეთის ნაკრებს შეხვდება, 14 ნოემბერს კი ლიტვას. ორივე მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

0.130077