ჩოგბურთი

15:57 | 3.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი პარიზის მასტერსის მეოთხედფინალში კრაინოვიჩს შეხვდება

პარიზის მასტერსის 1/8-ფინალში რაფაელ ნადალმა ურუგვაელი პაბლო კუევასი 6:3, 6:7, 6:3 დაამარცხა. მატჩი 2 საათსა და 23 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში რაფაელმა ერთი ბრეიკით იოლად იმარჯვა. მეორე პარტიაში ბრეიკით დაწინაურდა და თითქოს ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ კუესვასმა მატჩში გარდატეხა მოახდინა, სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა და 7:5 მოიგო.

მესამე პარტიაში გამოცდილებამ თავისი ქნა და ნადალი 1/4-ფინალში გავიდა, სადაც ესპანელი სერბ ფილიპ კრაინოვიჩს შეხვდება. მატჩი 3 ნოემბერს, თბილისის დროით 18:30 საათზეა ჩანიშნული.

0.115639