კალათბურთი

11:00 | 3.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 4 ქულა და გამარჯვება “სან ანტონიოსთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “სან ანტონიო” 112:92 დაამარცხა. ფაჩულია ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და პარკეტზე 13 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულას, 3 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ზაზამ 3-დან ორი ორქულიანი ჩააგდო.

მატჩის დასაწყისში ტეხასელები სოლიდური უპირატესობით დაწინაურდნენ და მეორე პერიოდში 16 ქულითაც კი იგებდნენ, თუმცა მესამე პერიოდში “მეომრებმა” წინ გასვლა მოახერხეს და მეოთხე მეოთხედში უპირატესობა განიმტკიცეს.

მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო. “სან ანტონიოში” ლამარკუს ოლდრიჯი 24 ქულით და 10 მოხსნით გამოირჩა.

0.115439