მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯიო ემილია” ევროთასის მორიგ მატჩში იერუსალიმის „ჰაპოელს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 61:63 დამარცხდა.
ქართველი ლეგიონერი იტალიური კლუბის სასტარტო ხუთეულში იყო და 36:19 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მანუჩარმა 4-დან 1 ორქულიანი და 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
“რეჯიო ემილიას” 23 ქულით, 5 მოხსნით, 7 პასით, 4 ჩაჭრითა და 1 დაფარებით იტალიის ნაკრების წევრმა ამედეო დელა ვალემ ულიდერა, ებრაული კლუბის მხრიდან კი ამერიკელი ლეგიონერი ჯერომ დისონი (22 ქულა) გამოირჩა.
მარკოიშვილის გუნდს ორ-ორი მოგება-წაგებით B ჯგუფში მე-3 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩი კი 8 ნოემბერს, გერმანიაში, ჯგუფის ლიდერ “ბაიერნთან” ელის.
gbf.ge