უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ. “შახტარმა” “ფეიენოორდს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
თუ წინა ორ შემთხვევაში ჩვენებური მხოლოდ მეორე ტაიმში ერთვებოდა თამაშში, ამჯერზე უკვე ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი გაატარა მოედანზე. დავითმა 36-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო.
“შახტარს” 4 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და სასწაული თუ არ მოხდა მერვედფინალში ითამაშებს. დონბასელთა ერთადერთი კონკურენტი “ნაპოლია”, რომელსაც უკრაინის ჩემპიონი 6 ქულით უსწრებს.