ფეხბურთი

18:30 | 1.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელებს გამოცდები ბოსნიაში ელით

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს (1999 წელს დაბადებულები და უმცროსები) ბოსნიაში ელის ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. ჯგუფში არიან საქართველო, საფრანგეთი, ანდორა და მასპინძელი ბოსნია.

გიორგი ყიფიანის გუნდი 8 ნოემბერს ბოსნიას ეთამაშება, 11-ში ანდორას, ხოლო 14-ში – საფრანგეთს. ელიტრაუნდში ორი საუკეთესო გავა.

გიორგი ნემსაძის გაწვრთნილი 17-წლამდელები ელიტრაუნდში გავიდნენ და იმედია, 19-წლამდელებიც მოახერხებენ.

საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონი, “მამლების” ყოფილი გარემარბი ბერნარ დიომედი წვრთნის. გამოძახებულთა შორის ცნობილი ფეხბურთელებიც არიან, რომლებიც ლიგა1-ში თამაშობენ. ყველაზე ცნობილი მოთამაშე კი “დორტმუნდის” მცველი დან-ალექს ზაგადუ გახლავთ. მან გერმანული ბუნდესლიგის გასულ ტურში გოლი გაიტანა.

ქართველთა საბოლოო შემადგენლობა ჯერ არ გამოცხადებულა.

0.131914