“იუტა ჯაზის” ერთ-ერთი ლიდერი ჯო ჯონსონი მინიმუმ ორი კვირა იუქმებს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კალათბურთელს ხელის ტრავმა აწუხებს.
ტრავმის გამო, ჯონსონმა მიმდინარე სეზონში 17-სამქულიანიდან მხოლოდ ორი ჩააგდო.
“იუტა” 4 მოგებით და სამი წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილს იკავებს.