ფეხბურთი

15:21 | 1.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: “იმედგაცრუებული ვარ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ “რომასთან” 0:3 წაგებული მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პირველ ტაიმში “არისტოკრატების” კარგი თამაშის მიუხედავად, იტალიური გუნდი უფრო მობილიზებული და გამარჯვებაზე ორიენტირებული იყო.

“პირველ ნახევარში კარგი თამაში ვაჩვენეთ, მიუხედავად იმისა, რომ 2 გოლი გაგვიტანეს. შესვენებაზე უსამართლო ანგარიშით გავედით, თუმცა მეორე ნახევარი მართლაც ცუდად დავიწყეთ. “რომამ” აჩვენა, რომ გამარჯვების ჟინი უფრო მეტია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ და პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.

სამი გაშვებული გოლი – ეს არის მიზეზი, რომ ვინერვიულოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ამის თქმა ძალიან ძნელია. თამაში უნდა გავაანალიზოთ და შესაბამისი ზომები მივიღოთ”, - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 4 ტურის შემდგომ “ჯალოროსიმ” ჯგუფში 8 ქულით ლიდერობა მოიპოვა, 7 ქულა აქვს “ჩელსის”, 3 – “ატლეტიკოს”, ხოლო 2 ქულით ბოლო პოზიციაზეა “ყარაბაღი”.

0.104763