კალათბურთი

13:15 | 1.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

შიო ხეცურიანი ქალთა კალათბურთის წარმომადგენლებს შეხვდა

გრძელდება შიო ხეცურიანის შეხვედრები ქართულ საკალათბურთო სამყაროსთან. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი საქართველოს ქალთა კალათბურთის წარმომადგენლებს შეხვდა.

ისევე, როგორც წინა შეხვედრებზე, ხეცურიანმა გააკეთა კალათბურთის განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაცია.

შიო ხეცურიანი: „ჩვენი მთავარი მიზანია, კალათბურთი ცხოვრების წესად ვაქციოთ. ქალთა კალათბურთის განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას. დღეისათვის, ქალთა კალათბურთი საქართველოში მძიმე მდგომარეობაშია. სულ, გვყავს დაახლოებით, 300 ქალი კალათბურთელი. შედარებისთვის, სლოვენიაში, 2 400 ქალი თამაშობს კალათბურთს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში გაიზარდოს ქალ კალათბურთელთა რაოდენობა და შევუქმნათ მათ შესაძლებლობები წარმატების მისაღწევად.“

ნინო ყიფშიძე (ქალთა საკალათბურთო კავშირის პრეზიდენტი, საქართველოს ქალთა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი): „საინტერესო შეხვედრა იყო. გავეცანით კალათბურთის განვითარების გეგმას. დადებით საკითხებთან ერთად იყო საკითხები, ქალთა კალათბურთის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომლებზეც შიოს და მის თანამოაზრეებს რჩევა მივეცით. მინდა გავეცნო სხვა მხარეების აზრსაც, გავიგო, როგორ წარმოუდგენიათ კალათბურთის განვითარება.“

0.119861