ფეხბურთი

22:59 | 31.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნში" დაიღალა

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი კლუბის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართავს. როგორც პოლონელი ფეხბურთელის სიტყვებს გამოცემა Kicker-ი ციტირებს, იგი დაიღალა და შემცვლელი სჭირდება.

“ამჟამად “ბაიერნს” ჩემი შემცვლელი არ ჰყავს. მაგრამ, არცერთ ფეხბურთელს არ შეუძლია მთელი სეზონის განმავლობაში 90 წუთი ითამაშოს”, - თქვა ლევანდოვსკიმ.

“რეკორდმაისტერს” ცენტრფორვარდის პოზიციაზე პოლონელის გარდა სხვა მოთამაშე მართლაც არ ჰყავს. პოლონელმა კი, მიმდინარე სეზონში უკვე 16 მატჩი ჩაატარა და 14 გოლის გატანა შეძლო. ლევანდოვსკი დღეს, "სელტიკთან" შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. გერმანული მედიის ცნობით კი, "რეკორდმაისტერს" პოლონელის დუბლიორის შეძენა იანვარში მოუწევს.

0.121954