საქართველოს ეროვნული ნაკრების და “კორონას” ფორვარდი ნიკა კაჭარავა პოლონეთის ექსტრაკლასას მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
“ლეხიასთან” 5:0 მოგებულ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი მიითვალა (VIDEO) და მისი თამაში ექსტრაკლასას ვებგვერდმაც გამოარჩია.
ქართველმა შემტევმა გდანსკში “ლეხიას” პირველი გოლი 26-ე წუთზე გაუტანა, პირველი ტაიმის მიწურულს კი დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდი სოლიდურად დააწინაურა. “კორონას” მთავარმა მწვრთნელმა კაჭარავა შესვენებაზე შეცვალა.
ნიკამ მიმდინარე სეზონში “კორონას” შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.