ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ “რომასთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ გუნდში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისეთივე ემოციურ და კარგ თამაშს ელის, როგორიც ამ გუნდების პირველ შეხვედრაში (3:3) იყო.
“რომასთან” მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე ემოციური გამოდგა და ვფიქრობ, შედეგიც სამართლიანი იყო. ახლა კიდევ ერთხელ მოგვწევს მათთან დაპირისპირება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, რადგან “რომაელები” კარგ ფორმაში არიან.
ჯგუფში გვყავს 2 ძალიან ძლიერი გუნდი: “ატლეტიკო” და “რომა”. ჩვენთვის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება მნიშვნელოვანია, რადგან მიზანი ყველა ტურნირზე წარმატების მიღწევაა. რთული მატჩი გველის. ეს ბარიერი ღირსეულად უნდა გადავლახოთ. ველოდები, რომ ყველა ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაში შევიდეს. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. “რომასთან” პირველ მატჩამდე ორი თამაში ჩავაგდეთ და წავაგეთ. ახლა კი ზედიზედ 3 გამარჯვება მოვიპოვეთ და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ცუდი პერიოდი უკან ჩამოვიტოვოთ.
ახლა გუნდში ძალიან ბევრი ტრავმირებულია. 21 დღეში 7 მატჩის ჩატარება მოგვიწია. შედეგის მისაღებად ყველაფერი გამართლებულია. მე უნდა დავაყენო ის მოთამაშეები, ვინც ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია და საგანგებო სიტუაციისთვის რადენიმე ვარიანტი უკვე შევარჩიე. ეს პრობლემები მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან მოგვყვება და იმედია, მალე ჩაივლის”, - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ “რომასა” და “ჩელსის” მატჩი დღეს, 31 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.