არგენტინის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ფედერიკო ფასიომ “რომასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. “მგლების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 30 წლის ფეხბურთელი “სტადიო ოლიმპიკოზე” 2020 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
ფედერიკომ გასული სეზონი “რომაში” იჯარით ჩაატარა, ხოლო ზაფხულში “ჯალოროსომ” მისი სატრანსფერო უფლებები “ტოტენჰემისგან” 3.2 მილიონ ევროდ გამოისყიდა. არგენტინელმა მოთამაშემ იტალიური კლუბის მაისურით წინა სეზონში 48-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.
ფასიოს არგენტინის ნაკრების რიგებში 7-ჯერ უთამაშია და 1 გოლი აქვს გატანილი.