მადრიდის “რეალის” და სლოვენიის ნაკრების თინეიჯერი ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი, ევროლიგის ოქტომბრის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე (MVP) გახდა.
18 წლის კალათბურთელმა ევროლიგის 4 მატჩი მიიღო მონაწილეობა და 96 ქულა, 27 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა +129 შეადგინა. მისი საშუალო სტატისტიკა ასე გამოიყურება: 27 წუთი, 24 ქულა, 6.8 მოხსნა და 3.8 გადაცემა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის დაარსებიდან (2000 წელი) მოყოლებული, დონჩიჩი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელიც თვის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს. გარდა ამისა, ლუკა უკანასკნელი ორი ტურის MVP გახდა.
ცნობისთვის, “რეალს” ოთხიდან ოთხი მოგება აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება.