“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კლუბის გულშემატკივრებს დაუპირისპირდა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, მას არ ესმის, თუ რატომ უსტვენენ რომელუ ლუკაკუს.
“მაინტერესებს გულშემატკივრები მხარს რატომ არ უჭერენ ლუკაკუს? – ბელგიელი ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯება და ძალიან სასარგებლოა გუნდისთვის, მაშინაც კი, თუ გოლს ვერ იტანს. ამიტომ, ვერ ვიგებ ფანების რეაქციას და ზოგჯერ ვფიქრობ, ნუთუ ისინი ნამდვილი “წითელი ეშმაკები” არიან?”, - თქვა მოურინიომ.
პრემიერლიგის ბოლო ტურში “მანჩესტერმა” “ტოტენჰემი” (1:0) დაამარცხა, ხოლო “ოლდ ტრაფორდზე” ლუკაკუს წინააღმდეგ სტვენა ისმოდა. 24 წლის თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 14 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.